სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდში 28 წლის მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს - ამ წუთებში, ექიმები ბესიკ ლაგვილავას გადარჩენას ცდილობენ

სისხლიანი გარჩევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში ."დრონი.ჯი"-ის კორესპონდენტის ცნობით დაჭრილია 28 წლის ბესიკ ლაგვილავა, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმეჯერ ესროლეს.

ლაგვილავას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი გულის არეში და ამ წუთებში, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ექიმის განცხადებით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

"დრონი.ჯი" მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავაშირდა.
"ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცის სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით". - აცხადებენ უწყებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100