"დაახლოებით ერთი თვის გოგონა მიატოვა, მესანთლემ იპოვა მტირალი" - სამების ტაძარში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა
სამების
ტაძარში დედამ ერთი თვის ჩვილი დატოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამების
ტაძრის არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი ავრცელებს.
„დაახლოებით
ერთი საათის წინ, ტაძარში დედამ ჩვილი ბავშვი, დაახლოებით ერთი თვის
გოგონა მიატოვა და წავიდა... მესანთლემ იპოვა მტირალი.
112-ში
დარეკვის შემდეგ პატრულმა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ წაიყვანეს
პატარა ანგელოზი და იმედია, დადგინდება რა მოხდა“, – აცხადებს
არქიმანდრიტი.
კომენტარი