სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნათია ჩხეტიანის პირველი ინტერვიუ (ვიდეო)

ნორვეგიაში კუნძულ უტოიაზე მომხდარ ტრაგედიას გადარჩენილმა ნათია ჩხეტიანმა პირველი ინტერვიუ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ "პალიტრა ტვ"-სა და "ინტერპრესნიუსს" მისცა. ჩვენს ჟურნალისტთან საუბარში გოგონა 23 ივლისის შემზარავ ამბავს დეტალურად იხსენებს:

“თამთა ოთახში დავტოვე, მე გავედი საპირფარეშოში. დაახლოებით 3-4 ან 5 წუთში უკან დავბრუნდი. თამთა ოთახში აღარ დამხვდა. წამოვედი უკანა გზით და როცა მთავარ შენობას მოვუახლოვდი უკვე არეულობა იყო... პანიკა... ისმოდა რაღაც სახის ხმები, რომელიც მე ვერ აღვიქვი, რომ შეიძლებოდა იარაღის ხმა ყოფილიყო. უკანა ოთახებისკენ ვიყავი, წინა ოთახებში კი უკვე შემოსული იყო ტერორისტი და ისროდა.”

“გზაზე მივრბოდით, 12-მდე ადამიანი იქნებოდა ჩაწოლილი, ყველა მოკლული, ერთადერთი რაც შევძელი გამეკეთებინა, ის იყო, რომ ვეძებდი თამთას მათ შორის. ამ ადამიანების სახეებს ვათვალიერებდი.”

“ დავინახე ადამიანი, რომელიც ისროდა და იარაღს ტენიდა. მე და რამდენიმე ადამიანი წყალში ჩავხტით. ბიჭი, რომელიც ზემოთ დარჩა, იძახოდა: გაცურეთ, ერთადერთი გამოსავალი ესააო. მერე თვითონაც გადმოხტა, ჰაერში ესროლა ტერორისტმა და უკვე გარდაცვლილი ჩავარდა ჩემს წინ, წყალში.”

“ როგორც მერე გადარჩენილებმა მითხრეს, ადამიანები, რომლებმაც შენობაში დარჩენა გადაწყვიტეს, უკანა ოთახებში იმალებოდნენ და შიგნიდან ჰქონდათ კარი ჩაკეტილი. ტერორისტი შებრუნდა შენობაში და დაიძახა, მე პოლიცია ვარ და ნუ გეშინიათ გამოდითო. უმეტესობამ კარი გააღო და გამოვიდა. აი, ამ დროს დახოცა ყველაზე მეტი ადამიანი.”

"მას მერე, რაც კუნძულიდან გადმოვყავდით, ნავში ადამიანები ულოცავდნენ ერთმანეთს და მეც მილოცავდნენ... ამბობდნენ, რომ ჩვენ იღბლიანები ვართ, მე არ ვფიქრობდი, რომ იღბლიანი ვარ, რადგან არ ვიცოდი, მელოდებოდა თუ არა მეორე ნაპირზე თამთა."

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100