ხელჩართული ჩხუბი ხაშურის მერიაში - მერის მოადგილე, სავარაუდოდ, საკუთარ კაბინეტში თანამშრომელმა სცემა
ხელჩართული ჩხუბი ხაშურის მერიაში - გავრცელებული ინფორმაციით, მერის მოადგილე საკუთარ კაბინეტში თანამშრომელმა სცემა. ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება მერიაში მას შემდეგ დაიწყო. რაც ზვიად გოგუაძეს სამუშაო ოთახში ეკონომიკური სამსხურის უფროსი სერგო ლალიაშვილი მიუვარდა და ფიზიკურად გაუსწორდა. კონფლიქტის მიზეზი, არაოფიალური ცნობით, ხაშურში დაანონსებული ბიბლიოთეკის მშენებლობა გახდა. ლალიაშივლი მერის მაოდგილეს განმარტებებს სთხოვდა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაცია ამ ინციდენტის შესახებ თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა გაავრცელა.
გოგუაძე ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს. მერის მოადგილე "პირველებტან" ამბობს, რომ გარკვეული შელაპარაკება ყველგან შეიძლება მოხდეს, თუმცა ფიზიკურ დაპირისპირებას ის კატეგორიულად უარყოფს.
სამსახურეობრივ გაუგებრობას ვადასტურებ, რომელიც მოგვარდა და ეს არის სამხურეობრივი გაურკვევლობა. მეტყობა, რომ ფიზიკური დაპირისპირება მოხდა? არანაირი ფიზიკური დაპირისპირება არ ყოფილა, ეს იყო სამსახურეობრივი გაურკვევლობა, რომელიც მოგვარდა და სამუშაოს ვაგრძელებთ ორივე მოხელე, - ამბობს ზვიად გოგუაძე.
რაც შეეხება სერგო ლალიაშვილს, ის სიტყვიერ დაპირისპირებასაც უარყოფს.
დაპირისპირება და მითუმეტეს, ფიზიკური შეხლა შემოხლა არ ყოფილა არასდროს. ზაზას ჰკითხეთ მეხრიშვილს, ვინც გაავრცელა, იმას ჰკითხეთ. ზოგადად, არასწორი ინფრომაცია ვრცელდება ხოლმე, ემრე აიტაცებენ ვის ინტერესშიც შედის და არ შედის. არანაირი უთანხომება მე არავისთან მაქვს, - ამბობს სერგო ლალიაშვილი.
კომენტარი