სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავღანეთში ნატოს ვერტმფრენი ჩამოვარდა

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ნატოს სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. გავრცელებული ინფორმავიის თანახმად, აღნიშნული კატასტროფის შედეგად მინიმუმ ორი ადამიანი დაიღუპა.

ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილების ეროვნება, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ზუსტი ადგილმდებარეობა და დაშავებულების ზუსტი რიცხვი.

აღსანიშნავია, რომ ოთხ ივნისს “თალიბანის“ წევრებმა მათ კუთვნილ ერთ-ერთ ვებ-გვერდზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომელიც ნატოს ვერტმფრენის განადგურებას გულისხმობდა. ამ მონაცემების თანახმად, ვერტმფრენი 4 ივნისს ჰელმანდის პროვინციის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა ჩამოგდებული. ეს დესანტის გადასხმის დროს მოხდა, რომელიც მორიგ შეტაკებაში უნდა ჩაბმულიყო.

თალიბებმა ისიც აღნიშნეს, რომ ნატომ ამ ბრძოლის ფარგლებში 30 ჯარისკაცი დაკარგა.

ჯერჯერობით უცნობია საუბარია თუ არა ერთსა და იმავე შემთხვევაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100