სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინას მშვიდობა სურს, მაგრამ თავს დაიცავს და კაპიტულაციას არასოდეს გამოაცხადებს - ელენა ზელენსკას წერილი

უკრაინის პირველმა ლედიმ, ელენა ზელენსკამ თავისი პირველი საჯარო განცხადება გაავრცელა. ის მსოფლიო საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ უკრაინას მშვიდობა სურს, მაგრამ თავს დაიცავს და კაპიტულაციას არასოდეს გამოაცხადებს.

მისივე თქმით, თუ პუტინს არ შეაჩერებენ, მსოფლიო უსაფრთხო ადგილი ვერ იქნება.

წერილში ელენა ზელენსკამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბავშვებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომლებიც რუსეთის თავდასხმებს ეწირებიან:

"ერთი კვირის წინ შეუძლებელი იყო იმის დაჯერება რაც მოხდა. ჩემი ქვეყანა მშვიდობიანი იყო, ქალაქებსა და სოფლებში ადამიანები ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. 24 თებერვალს გავიღვიძეთ და ომის დაწყების შესახებ გავიგეთ. ტანკებმა გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი, თვითმფრინავები შემოიჭრნენ ჩვენს სივრცეში. ქალაქები გარშემორტყმული იყო სარაკეტო არტილერიით. კრემლის პროპაგანდისტების მტკიცების მიუხედავად, რომ ეს არის სპეციალურ ოპერაცია - არა ეს არის მშვიდობიანი ხალხის მკვლელობა. ყველაზე საშინელება დაღუპულ ბავშვებზე გავრცელებული ინფორმაციის გაგებაა. ოხტირკაში დაღუპული 8 წლის ალისა - ბაბუა ცდილობდა მას გადაეფარებოდა. ან პოლინა რომელიც დაბომბვის შედეგად მშობლებთან ერთად დაიღუპა. ან 14 წლის არსენი - რომელსაც დედაქალაქის ოდესღაც ერთ-ერთი მშვიდობიან უბანში ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა თავში...სასწრაფო დახმარების მანქანამ ვერ მიუსწრო.

ამ ყველაფრის შემდეგ თუ რუსეთის კიდევ იტყვის რომ "მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ომს არ აწარმოებს". მე ვიქნები პირველი ვინც მას შეეწინააღმდეგება. ჩვენი ქალები და ბავშვები ახლა სარდაფებსა და თავშესაფრებში ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ ყველამ ნახეთ კიევისა და ხარკოვის მეტროები. ვიღაცისთვის ეს კარგი კადრებია, უკრაინელებისთვის კი ახალი ცხოვრება და რეალობა. ჩვენი შვილები გაკვეთილებს თავშესაფრებში სწავლობენ. ასევე იბადებიან მიწისქვეშა სამშობიაროში. ომის პირველმა შვილმა, დაინახა არა მშვიდობიანი ცა, არამედ სარდაფის ბეტონის ჭერი, შემოჭრის პირველ დღეს დაიბადა. ახლა უკვე რამდენიმე ათეული ბავშვია, რომლებსაც ცხოვრებაში მშვიდობა არ უნახავთ. ჩვენი გზები გადაჭედილია.

უკრაინას მშვიდობა სურს! მაგრამ უკრაინა თავს დაიცავს და კაპიტულაციას არასოდეს გამოაცხადებს. თუ პუტინს, რომელიც ბირთვული ომის დაწყებით იმუქრება, არ შევაჩერებთ, მსოფლიოში უსაფრთხო ადგილი არ იქნება. ვიცი, რომ ეს ყველაფერი კოშმარს ჰგავს. მაგრამ ეს არის ჩვენი ახალი რეალობა - ჩვენი ახალი რეალობა. რომელშიც თქვენთან ერთად ვცხოვრობთ. არავინ იცის ეს რამდენ ხანს გაგრძელდება. მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ახლოს ვართ და იარაღი გვაქვს და ამ იარაღს ერთიანობა ჰქვია. უკრაინის სიყვარულის ერთობა. დიდება უკრაინას!", - ნათქვამია წერილში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100