მკვლელობა სექსზე უარის გამო | ბათუმში, კაცმა ქალს 35 ჭრილობა მიაყენა
26 ივლისს, 43 წლის ზაზა დავითაძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მსჯავრდებული განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლეს. პროკურატურის ვერსიით, კაცმა ქალი სექსზე უარის თქმის გამო მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. შემთხვევა 2020 წლის 6 ნოემბერს მოხდა. ბელარუსი ტატიანია ჩინჩიკი ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე ნაქირავები ბინის სააბაზანოში გარდაცვლილი იპოვნეს. მეგობარმა ის გარდაცვალებიდან 2 დღის შემდეგ ნახა, ქალს სხეულზე დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობები ჰქონდა. პროკურორის დასკვნითი სიტყვის მიხედვით, ტატიანა ჩინჩიკს მსჯავრდებულმა ცივი იარაღით სიცოცხლეში 35 ჭრილობა მიაყენა. მსჯავრდებული ჩვენებაში ამბობს, რომ ის რამდენჯერმე შეხვდა ქალს, 6 ნოემბრის დილას კი მასთან გაუფრთხილებლად მივიდა.
კომენტარი