სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ბიჭისთვის ჯერ არ მიკოცნია“ - ბლიც ინტერვიუ ნუცა ბუზალაძესთან

ყველაზე ენერგიული, მხიარული და ნიჭიერი - ასე შეიძლება დავახასიათოთ თინეიჯერი მომღერალი ნუცა ბუზალაძე. „ახალი ტალღის“ ტრიუმფატორი ნუცა გამარჯვებებისთვის ბრძოლას აგრძელებს და ახლა თავისი ნიჭიერების გამოვლენას "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ცდილობს.

წარმატებულმა ქართველმა თინეიჯერმა დრონი.ჯი-ს ბლიც ინტერვიუ მისცა და საშუალება მოგვცა თაყვანისმცემლებს მისი თავი უკეთ გავაცნოთ.

წლოვანება - 17 წლის.

განათლება - ახლა 63 საჯარო სკოლაში ვსწავლობ, შემდგომ კი ბერკლის მუსიკალურ სკოლაში მინდა განათლების მიღება.

კუმირი - მაიკლ ჯექსონი.

პირველი კოცნა - ჯერ არ მქონია.

საყვარელი ფასთ-ფუდი - მაკდონალდსი.

ბრენდი - ადიდასი, ნაიკი, ბერშკა, ზარა, სტრადივარიუსი.

სერიალი - ვამპირის დღიურები.

დიაინერი - კარლ ლაგერფილდი.

არ მჯერა - ყალბი მეგობრობის.

თავად შემიძია მოვამზადო - არცერთი კერძის მომზადება არ შემიძლია საერთოდ, თუმცა ზოგადად მომზადებას რაც შეეხება, შემიძლია კონერტის წინ ჩემი თავი მოვამზადო ყველაფრით. გავიკეთო მაკიაჟი, ვარცხნილობა, შევარჩიო ჩაცმულობა და ა.შ.

მინდა გავიცნო - ბიონსე, და ალბათ გავიცნობ კიდეც.

პაემანი - არ მქონია.

ბოლოდ როდის გიყვარდა - არავინ არ მყვარებია, მოწონება მქონია ორჯერ.

ორი სიტყვით შენი თავი დაახასიათე - გიჟი და შრომისმოყვარე.

ოჯახი - მე და დედა ვცხოვრობთ ერთად თბილისში. დეიდა, დეიდაშვილი და ბიძა კი სტამბულში არიან. მათთან ხშირად ჩავდივართ ხოლმე.

ბიჭები - შეყვარებული იმიტომ არ მყავს, რომ ბიჭებთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მაქვს. მათთან ყველაფერზე შემიძლია საუბარი. იმისათვის, რომ მომეწონოს, არ უნდა მგავდეს მე. გარეგნულად ათლეტური აღნაგობის ბიჭები მომწონს, არ უნდა იყოს დაბალი. დანარჩენ ფიზიკურ მონაცემებს არ აქვს მნიშვნელობა. რაც მთავარია უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა და იყოს სერიოზული.

საყვარელი ქართველი მომღერალი - სოფო ხალვაში, ნინო ქათამაძე, ბერა და ლელა წურწუმია.

სამი ნივთი, რომელსაც მუდამ თან ატარებ - ჩემი ზურგჩანთა, რომელშიც უამრავი რამ მიდეს, მათ შორის ორ-ლიტრიანი წყლის ბოთლი, ტელეფონი და ლეპტოპი.

პროფესიული ჩვევა - სახლში როდესაც ვბრუნდები, ლეპტოპი შემაქვს და ვუყურებ ჩემ გამოსვლებს, ასევე სხვადასხვა კონცერტებს, ვუსმენ სიმღერებს. ჩემ გამოსვლებს როდესაც ვუყურებ, დიდ განხილვას ვაწყობ, ვუკვირდები რა მეშლება, რომ მომავალში გამოვასწორო.

საყვარელი სიმღერა - ძალიან ბევრია, თუმცა განსაკუთრებით მაინც ჩემი სიმღერა მიყვარს, რომელიც მაიკო კაჭკაჭიშვილმა დამიწერა.

გარეგნობაში რას შეცვლიდი - კბილებს. ძალიან მინდა სწორი და თეთრი კბილები მქონდეს. ასევე რომ გავიზრდები წარბების კორექციასაც გავიკეთებ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100