სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეგან ფოქსი ქალიშვილის დედა გახდება

მეგან ფოქსმა და ბრაიან ოსტინ გრინმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე თვეში ქალიშვილი შეეძინებათ.

აღსანინავია, რომ მეგანი აქტიურ მონაწილეობას იღებს ბრაიანის ვაჟის აღზრდაში. მაგრამ მას არაერთხელ უთქვამს რომ ქალიშვილი სურს.

ამ დროისათვის 26 წლის მეგანი ორსულობის მეოთხე თვეშია. ვარსკვლავმა უკვე დაიწყო ბავშვისთვის აუცილებელი ნივთების შეძენა. ბრაიანიც ბედნიერია იმით, რომ 10 წლის კასიუსს პატარა და შეეძინება.

„ტრანსფორმერების“ ვარსკვლავი მიმდინარე წლის ოქტომბერში იმშობიარებს. ფოქსმა საკუთარი სამსახიობო კარიერის წინვლაზე უარი მინიმუმ ერთი წლით თქვა.

„მეგანმა უახლოესი ერთი წლის მანძილზე დაგეგმილ ყველა გადაღებაზე უარი თქვა. იგი სერიოზულად ემზადება დედობისთვის და აპირებს ქალიშვილი პირველ თვეებში მარტომ აღზარდოს“, - აღნიშნავს მსახიობის პროდუსერი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100