სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ოცნება" იქამდე მივა, რომ მკვლელობას თავად გინტურს დააბრალებს - მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას პოლიტიკური სპეკულაციაში ადანაშაულებს. საქმე საოკუპაციო ხაზთან მომხდარ მკვლელობას ეხება, როცა ოკუპანტებმა თამაზ გინტური ავტომობილში ჩაცხრილეს.

ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლება იქამდე მივა, რომ მკვლელობას თავად მოკლულს დააბრალებს.

„ერთმა „ქოცმა“ ამ ტრაგედიაზე პოლიტიკური სპეკულაცია რომ გააკეთოს, მეორემ, ჭკუა რომ ჰქონდეს, არ უნდა გაიმეოროს. ამ განცხადებით რა გამოდის, რომ ოკუპაციაზე და ტრაგედიაზე ტოლობას ვსვამთ. თურმე მხოლოდ ოკუპანტის ბრალი კი არ ყოფილა, წინა ხელისუფლების, ანუ საქართველოს ბრალიც ყოფილა ოკუპაცია. ბოლოს იქამდე მივა ეს, რომ თურმე გარდაცვლილის ბრალიც აღმოჩნდება, რომ რუსებმა მოკლეს. არ გააგრძელოთ ეს ლოგიკა. ყველას ვურჩევ, რომ ასეთმა ტრაგედიებმა მაინც მოგვცეს იმ მასშტაბის ღირსება, რომ ასეთი დღეები და ტრაგედიები პოლიტიკური სპეკულაციისთვის არ გამოვიყენოთ“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100