გორის გვირაბებში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
23 მარტის 21:00 სთ-დან 24 მარტის 01:00 სთ-მდე გორის გვირაბის თბილისი-სენაკის, ხოლო 24 მარტის 01:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე სენაკი-თბილისის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კომენტარი