„კომენდანტის საათი“, კინოები, თეატრები… – ნახეთ ყველა შეზღუდვა, რაც ამ კვირაში შემსუბუქდება
„ქართული ოცნების“ წევრი ლადო კახაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრობს შეზღუდვების იმ 80%-ზე, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღეში მოიხსნება.
„ოთხშაბათს საკოორდინაციო საბჭო შეიკრიბება. ვირუსის გამომჟღავნების მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდა, 2.83%-ზეა ახლა, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ ბევრი საჭირბოროტო კითხვა დაისვას.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილისგან პირობა მივიღეთ, რომ შეზღუდვები მოიხსნება და მუშაობას შეძლებენ თეატრები, კინოები. გარკვეული მოსაზრებაა კომენდანტის საათზე – შესაძლოა, გადაიწიოს ღამის 12 საათამდე, ამას საბჭო საბოლოო ვერდიქტს გამოუტანს.
რაც შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს – პირველი პრეცედენტი თბილისი-რუსთავი იქნება, მაგრამ საბჭო ამის გადაწყვეტილებას მიიღებს. საუბარია მთის კურორტებზეც – სავარაუდოდ, შეზღუდვა აქაც მოიხსნება, მთავარია, წესების დაცვა და დისციპლინა.
რაც შეეხება შაბათ-კვირის დაწესებულ შეზღუდვებს, მოგვიწევს თამამი ნაბიჯების გადადგმა და ეს ირაკლი ღარიბაშვილის პრინციპულობაზეა დამოკიდებული – როგორი ვითარება დახვდება“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
კომენტარი