სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოკლე შორტის შემდეგ სადუნიშვილის ჩაცმულობა ყველასთვის სიურპრიზი იქნება"- ლექს-სენი დრონი.ჯი-სთან თიკოსთან ახალი დუეტის დეტალებს ამხელს

15 წლიანი პაუზის შემდეგ კვლავ გამოჩენას აპირებენ. ლოგიკურია, სურვილები და მონდომება ისეთივე აქვთ, როგორც მაშინ. როცა სიმღერა „გესმოდეს“ ჰიტად აქციეს. მაშინ თიკო სადუნიშვილის მოკლე შორტმა მთელი საქართველო აალაპარაკა. საინტერესოა, ამჯერად რას ჩაიცვამს ტელეწამყვანი. როგორც ლექს-სენმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მათი ჩანაფიქრი ძალიან საინტერესო იქნება, თიკოს ჩაცმულობა კი სიურპრიზად დატოვა.

- ვისი იდეა იყო 15 წლის შემდეგ სიმღერის ჩაწერა?

- იდეა ჩემია. იმდენად დიდი მოთხოვნა იყო მსგავსი სიმღერის, რომ გადავწყვიტე გვეცადა.

- კლიპის გადაღებას თუ აპირებთ?

- ამ სიმღერის პრემიერა 2 მაისს იქნება კონცერტზე, მერე შეიძლება გადავიღოთ კლიპიც.

- შენი აზრით, გახდება თუ არა ჰიტი ახალი ნამუშევარი და როგორ გამოხმაურებას ელით ხალხისგან?

- სავარაუდოდ გახდება, რადგან მსგავსი მინდოდა გამეკეთებინა. მოლოდინიც ასეთია, ანუ, "გესმოდეს 2" უნდა იყოს.

- სადუნიშვილის მოკლე შორტმა მაშინ მთელი საქართველო აალაპარაკა. ახლა რა ეცმევა?

- თიკოს ჩაცმულობა საიდუმლო იყოს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება ახალი ვერსიაც.

- რა რეაქცია ჰქონდა თიკოს შენს შეთავაზებაზე?

- ძალია გაუხარდა. დიდი ხანია ამის გაკეთების სურვილი მაქვს.


დრონი.ჯი წარმატებას უსურვებს "გესმოდეს" ახალ ვერსიას. ისინი, კი ვინც მოუთმენლად ელოდებით ახალი დუეტის გამოსვლას, წინ დიდი სიურპრიზი გელით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100