კახეთში ავტოსაგზაო შემხთვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა - წნორის გზაზე ტრაილერისა და მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცალა.
მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი, რომლებიც ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და ექიმის ინფორმაციით, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.
"მდგომარეობა ერთი დაშავებულის მძიმეა, აღენიშნება ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, კისრის მეექვსე და მეშვიდე მალების მოტეხილობა, ცხვირის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას აღენიშნება სხეულის მრავლობითი ზედაპირული ტრამვები, ასევე მხრის ძვლის მოტეხილობა და ამოვარდნილობა, გაწეულია გადაუდებელი დახმარება. ორივე პაციენტი ამჟამად იმყოფება სტაციონარში“ - აღნიშნა ექიმმა, ელდარ ბაღათრიშვილმა.
კომენტარი