"ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მხოლოდ ჯიპების ქალაქი" - კახა კალაძე
"რამდენიმე დღის წინ იყო სოციალურ ქსელში დისკუსია, სააკაძის მოედანზე ველობილიკი, რომ გაკეთდა არავინ სარგებლობს და მანქანებს ვერ აყენებენ. ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ, თბილისი ნამდვილად ვერ იქნება მხოლოდ ჯიპების ქალაქი, თბილისი აუცილებლად იქნება ფეხითმოსიარულეების ქალაქი, აუცილებლად იქნება ველობილიკები, რა თქმა უნდა, ავტომობილებისთვისაც შესაძლებელი იქნება გადაადგილება. პრიორიტეტის იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სხვანაირად შეუძლებელია. ის პრეტენზიები, რომ მანქანას ვერ ვაყენებ, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ პროექტებს საერთაშორისო ქვეყნების მაგალითზე ვახორციელებთ.
ყველას გვინდა, რომ რაღაც რეფორმა განხორციელდეს, მაგრამ როდესაც ვიწყებთ რაღაცის გაკეთებას და ეხება კონკრეტულ ადამიანებს და დისკომფორტის ზონაში გადადიან, მაშინვე იწყებენ საუბარს რომ რას აკეთებენ, აზრზე არ არიან. ეს დამოკიდებულება მიუღებელია, არ არსებობს ისეთი რეფორმა, სადაც ყველა კმაყოფილი იქნება. მთავარია ჩვენ სწორი აქცენტები გავაკეთოთ. ”
ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
კომენტარი