სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ქართული ოცნების" წევრები ოზურგეთელ ახალგაზრდებს შეხვდნენ

"ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდის ახალი შემადგენლობის წევრები ოზურგეთელ ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, რომელიც ოზურგეთში, კაფე "8+1"-ში გაიმართა, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა არჩილ თალაკვაძემ, თამარ ჩუგოშვილმა, მამუკა მდინარაძემ, მარიამ ჯაშმა, სოფო ქაცარავამ და ნინო გოგუაძემ ახალგაზრდებს სამომავლო გეგმები და სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან მიმართებაში საკუთარი ხედვა და გამოცდილება გაუზიარეს. "ქართული ოცნების" პრესსამსახურის ინფორმაციით, საინტერესო შეკითხვები დასვეს ახაგაზრდებმა, რასაც მიგრაციის პოლიტიკაზე, განათლების რეფორმასა და სპორტზე, ასევე ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე, გურიის განვითარების და ინოვაციური პროექტების დაფინანსების საკითხებზე დისკუსია მოჰყვა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შეხვედრამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოზურგეთის განათლებული და პროგრესული თაობა, რომელთაც ბევრ საკითხში უნდა დავეკითხოთ აზრს. "ახალგაზრდებთან იგეგმება კონსულტაციები სხვადახვა მიმართულებით ეფექტური საჯარო პოლიტიკის ფორმირების მიზნით. ამ ტიპის შეხვედრები მომავალშიც ჩატარდება და ჩვენ ვითანამშრომლებთ სწრაფი განვითარების მისაღწევად",- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. (R)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100