იუსტიციის მინისტრმა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლა
იუსტიციის მინისტრმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმის − „დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-ე საუკუნეში“ − მონაწილეებს იუსტიციის სახლში უმასპინძლა.
თეა წულუკიანმა სახელმწიფოს მშენებლობისა და პოლიტიკური რეფორმების სფეროს ყველაზე ავტორიტეტულ ექსპერტებს ფრენსის ფუკუიამასა და ერიკ ჯენსენს, აგრეთვე მსოფლიოს 13 ქვეყნის 30-ზე მეტ დელეგატს იუსტიციის სახლის კონცეფცია გააცნო და თვითმომსახურების, სწრაფი და ხანგრძლივი მომსახურების სივრცეები დაათვალიერებინა.
იუსტიციის სახლში მოწყობილი სპეციალური ტურის ფარგლებში ლიდერთა ფორუმის დელეგატებს საშუალება ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ სერვისების პროცედურებს. იუსტიციის მინისტრი სტუმრებს საჯარო სექტორში გატარებული რეფორმების შესახებ ესაუბრა და სამომავლოდ დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
ერიკ ჯენსენის თქმით კი, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა და ქართველი ხალხი უნდა ამაყობდეს წარმატებით განხორციელებული რეფორმით, რაც მოქალაქეებისათვის სერვისის შეუფერხებლად მიწოდებას უზრუნველყოფს.
კომენტარი