ნიუპოსტი: თბილისში გოგონა დანით გააუპატიურეს
საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ ცნობით, თბილისის ერთ-ერთ უბანში მამაკაცი საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და ახალგაზრდა გოგონა დანით გააუპატიურა. კარის გაღებამდე,მოძალადემ შინ მყოფ გოგონას უთხრა, თითქოს ინკასატორი იყო, რის შემდეგაც დაზარალებულმა კარი გააღო.
გოგონა ფიზიკური დაზიანებებით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული. სამკურნალო დაწესებულებაში, რომელშიც გოგონაა მოთავსებული აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან პაციენტებზე ინფორმაციის გაცემის უფლება არ აქვთ.
შსს-ს განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
"როგორც თავად დაზარალებული აღნიშნავს, მან გააჩერა ტაქსი და ტაქსის მძღოლმა იძალადა მასზე. არ დასტურდება დანით გაუპატიურებისა და არც საცხოვრებელ სახლში შეჭრის ფაქტი. აღნიშნულ დანაშაულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.
წყარო: http://www.cp.ge/ge/statiacci.php?ID=11749
კომენტარი