სამართალდამცავებმა ია ფარულავა და თიკო სადუნიშვილი დაკითხეს
გვიან ღამემდე გაგრძელდა ვაკის პოლიციაში თიკო სადუნიშვილისა და ია ფარულავას დაკითხვა. როგორც ცნობილია, ისინი ფრანგულ რესტორანში მომხდარი ინციდენტის გამო იკითხებოდნენ.
დაკითხვიდან გამოსულმა ფარულავამ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მან რესტორანი ინციდენტის დაწყებამდე დატოვა.
რაც შეეხება თიკო სადუნიშვილს, ის ამბობს, რომ ინციდენტს ბოლომდე ესწრებოდა. მისი განცხადებით, იმ მაგიდის მიმართ, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ისხდნენ, ისმოდა შეურაცხმყოფელი განცხადებები.
თუმცა, საწინააღმდეგო ვერსიას ყვება მანანა გიორგობიანი. ის ამბობს, რომ შეურაცხყოფა მეორე მხრიდან მოდიოდა. დღის განმავლობაში ინციდენტის მონაწილეები და თვითმხილველები ვაკის პოლიციაში დაიკითხნენ.
კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაშავდნენ, დეპუტატები აფასებენ.
უმცირესობაში მომხდარს სამწუხარო ფაქტს უწოდებენ და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დროულ გამოძიებას მოითხოვენ. ინციდენტის მონაწილის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მომხდარი პოლიტიკურ კონტექსტს ატარებს.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მომხდარის გამოძიება აუცილებლად მოხდება.
კომენტარი