სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ჩარკვიანი: „არის! გარდაცვალება შედგა“.....

ირაკლი ჩარკვიანის ციტატები მშვიდი ცურვიდან:

-ქალის ცრემლებზე უფრო მოსაწყენი, არაფერია ამქვეყნად.

-მე ვარ გმირი რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას, მე ვარ მეფე რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს, საიდანაც ყველაფერი მოჩანს.

-მე ვცდილობ დავემსგავსო სტიქიას და არა ადამიანს ამიტომ მიყევით მშვიდ დინებას, რომელიც ერთ დღეს თავის უდაბურ კუნძულზე გაგრიყავთ.

-მე ვგრძნობ იმ სენს, რომელიც მარადიულობას უდრის, მე მესმის იმ სიჩუმის მშვენიერება რომელიც არის ნეტარი და უსასრულო, ამიტომ სიტყვა გასხივოსნება სრულიადაც არ ასახავს იმ სისრულეს რომელიც ერთი წამით გვხვდება ხოლმე ჩვენ მოკვდავთ, და მერე გვტოვებს შიზოფრენიულ მორევში ხორცის და ვნების

სიმდაბილს და მონობის.

-ხელების მოძრაობა იმისათვის არის საჭირო, რომ არ ჩაიძირო და არა იმისთვის, რომ ტალღას გაუსწრო. იცურე მშვიდად და სამყარო თვითონ წაგიყვანს იქ, სადაც მიდის.

-ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეცდომების გამოსწორება შეუძლებელია, ისინი რჩებიან ისტორიაში, ისევე როგორც მოპოვებული გამარჯვებები.

-რომელი ნესკაფე შეედრება სულში ხსნადობის ბედნიერებას, რომელსაც მე განვიცდი და კომფორტს, როდესაც ვგრძნობ, რომ თქვენ მოსვით კიდევ ერთი ყლუპი და ჭიქა ნახევრად დაცლილია.

-კაიფში ყოფნა შეყვარებულ მდგომარეობაში ყოფნას გავს. სულ ეს არის და ეს, ამიტომ, ნარკოტიკების მომხმარებელთა უმეტესობა სიცოცხლის ბოლომდე ვერ ახერხებს არ იყოს შეყვარებული, ანუ არ მოიტყუოს თავი, სიყვარული კი არ არსებობს.

-ქალის ცრემლებზე უფრო მოსაწყენი, არაფერია ამქვეყნად.

-გაზაფხულის მუსიკა ყველაზე უფრო მშვენიერია, ახლადშობილი, უტვინო, სულელი, ის მხოლოდ გიჟობს და არანაერ ლოგიკას არ ექვემდებარება, უბრალოდ ბედნიერია და მეტი არაფერი.

-ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა სიკვდილამდე რამოდენიმე წუთით ადრე ეუფლება, ამიტომ ისინი ვინც სიცოცხლეშივე აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფენი, რჩებიან ისტორიას. სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას რასაც უკვდავება ჰქვია.

-არის! გარდაცვალება შედგა.....

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100