ისარგებლე Trade-In აქციით და გადაცვალე შენი სმარტფონი სამსუნგის უახლეს Galaxy S10-ზე
სამსუნგი გირჩევთ, შეიძინოთ სამსუნგის სმარტფონები მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით! სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური ტელეფონების მაღაზიები – „ალტა-ოქეი“, „ელიტ ელექტრონიქსი“, „მეტრომარტი“, „მაგთი“, „სმაილი“, ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.
ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონზე ვრცელდება სამსუნგის
ოფიციალური გარანტია, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას ავტორიზებულ სერვისცენტრებში, სადაც საჭიროების შემთხვევაში სმარტფონის დაზიანებული
ნაწილები მხოლოდ ახალი და ორიგინალი დეტალებით შეიცვლება.
სამსუნგის
ოფიციალური ჰოლოგრამით მომხმარებელი მარტივად შეძლებს, განასხვაოს ოფიციალური პროდუქტი
არაოფიციალურისგან. გარდა ოფიციალური გარანტიისა, სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით
სმარტფონის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია, ისარგებლოს ექსკლუზიური ფასდაკლებებით,
პრომო აქციებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით.
სამსუნგი თავის მომხმარებლებს აძლევს უნიკალურ შანსს,
ისარგებლონ Trade-In აქციით. აღნიშნული აქციის ფარგლებში მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა,
ჩააბარონ ძველი სმარტფონი და მიიღონ Samsung Galaxy S10 სერიის სმარტფონები განსაკუთრებულ
ფასად. სმარტფონის განახლების პროცესი საკმაოდ
მარტივია, ამისთვის საკმარისია მიიტანოთ თქვენი სმარტფონი სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებში,
სადაც სპეციალისტები სმარტფონის ეკრანის, ბატარეის, კორპუსის ვიზუალური მდგომარეობისა
და სხვა მონაცემების დიაგნოსტიკის შემდეგ შეაფასებენ სმარტფონს და გადმოგცემენ ფასდაკლების
ვაუჩერს Galaxy S10-ის შესაბამისი მოდელის შესაძენად.
„Trade-In“
შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების - „ელიტ ელექტრონიქსის“, „მეტრომარტისა” და „ალტაოქეის“ მაღაზიებში. შეგახსენებთ,
რომ აქციის ფარგლებში ოფიციალური Samsung-ისა და iPhone-ის კონკრეტული მოდელების
ჩაბარებაა შესაძლებელი.
გახსოვდეს,
რომ ჰოლოგრამა გიცავს!
კომენტარი