სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში საცხოვრებელი სახლი აფეთქებას გადაურჩა - ნახეთ, რას აქვეყნებს "თბილისი ენერჯი"

თბილისი ენერჯი თბილისში ერთ-ერთი სახლის ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც აფეთქებას გადაურჩა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გაზზე დაერთებული იყო მოქნილი რეზინის მილი, რომლის ბოლოც კედელში იყო შეყოფილი, გაზი კი კედელში ჟონავდა

„ადგილზე გამოძახებულმა თბილისი ენერჯის სწრაფი რეაგირების სამსახურის (114) სპეციალისტებმა უსაფრთხოების ყველა ზომა გაატარეს იმისათვის რომ მოსახლეობა უსაფრთხოდ ყოფილიყო. ბინა გაქირავებული იყო, ბინაში მცხოვრებლები კი აღნიშნულ მომენტში ქალაქიდან იყვნენ გასულები.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 იანვრის №101 დადგენილებით (გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ) საცხოვრებელ სახლებში გაზის დანადგარების უსაფრთხო მოხმარებაზე პასუხისმგებელია ბინის მეპატრონე.

თბილისი ენერჯი მოგმართავთ თხოვნით – მაქსიმალურად დაიცვათ თქვენს სახლებში გაზის მოხმარების უსაფრთხოების წესები, რომ საფრთხე არ შეუქმნათ საკუთარი ოჯახის წევრებს და არც მეზობლებს.

არ მოიხმაროთ კუსტარულად დამონტაჟებული ნებისმიერი ტიპის წყლის გამაცხელებელი (ე.წ. კალონკა) და გაზის გამათბობელი.

ყველა დანადგარი უნდა იყოს სპეციალისტის მიერ შემოწმებული და დამონტაჟებული.

თბილისი ენერჯის ცხელ ხაზზე – 2 40 40 04 და სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე – 114 დარეკვა 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ.

ასევე ბუნებრივ გაზთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის მოგვარება შეგიძლიათ ონლაინ – Www.Te.Ge ან „თბილისი ენერჯის“ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის საშუალებით“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100