სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

The Prodigy-ის ვოკალისტი თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ყოფილს ცოლს მასთან დაბრუნებას სთხოვდა

თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე The Prodigy-ის ვოკალისტი კიტ ფლინტი ყოფილ ცოლს მასთან დაბრუნებას სთხოვდა - ამის შესახებ გამოცემა The Sun წერს.

ცნობილია, რომ კიტი და მისი იაპონელი მეუღლე, დიჯეი მაიუმი კაი ერთმანეთს 2018 წელს დაშორდნენ. ქალი მომღერალს აიძულებდა ის სახლი გაეყიდა, სადაც ერთად ცხოვრობდნენ, რათა თანაცხოვრებიდან საკუთარი წილი მიეღო.

კიტ ფლინტს მეუღლესთან შერიგება სურდა და ხშირად სთხოვდა დაბრუნებას. ბოლოს მაიუმის თვითმკვლელობმდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა - აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტს მომღერლის უახლოესმა მეგობარმა განუცხადა.

"კიტს ფიქრობდა, რომ დაშორება დროებითი იყო და სახლის გაყიდვას არ ჩქარობდა, რადგან იმედოვნებდა, ყველაფერი გამოსწორდებოდა. ცოლთან დაშორებამ ის გაანადგურა. მაიუმი ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია, თუმცა როგორც ჩანს, კიტმა ცხოვრების მის გარეშე გაგრძელება აღარ მოისურვა" - აღნიშნა მომღერლის მეგობარმა.

შეგახსენებთ, რომ The Prodigy-ის ვოკალისტი კიტ ფლინტი 4 მარტს საკუთარ სახლში მკვდარი იპოვნეს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.



კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100