ბათუმში სასტუმროს ხანძრისას გარდაცვლილი ადამიანები
ესენი ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდი"-ში, ხანძრისას გარდაცვლილი ადამიანები არიან. ცეცხლი სასტუმროს 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე მოედო. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.
ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა.
მომხდარის გამო 27 ნოემბერი საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ადმინისტრაციის ინფორმაციაშია ნათქვამი, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები.
კომენტარი