გაინტერესებთ რა არის ის დაავადება, რომლის გამოც მთელი მსოფლიო თავზე წყალს ისხამს?
გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი – კიდურების პროგრესირებადი სპასტიკურ-ატროფული პარეზები და ბულბური დარღვევები, რომლებიც განპირობებულია კორტიკულ – მუსკულარული გზის ორივე ნეირონის შერჩევითი დაზიანებით.
პათოგენეზი. ზურგის ტვინის წინა რქების უჯრედების მზარდი დეგენერაცია, ასევე მოგრძო ტვინის მამოძრავებელი ბირთვების, ასევე პირამიდული და კორტიკულ – ბულბური გზებისა. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ხშირად იწყება კუნთების ატროფიითა და ძვლების სისუსტით, ამავდროულად ვლინდება ფასციკულაციები კუნთთა სხვადასხვა ჯგუფებში, მათ შორის ენის კუნთების. ატროფიები და პარეზები თადათანობით ვრცელდება, ვლინდება ბულბური სინდრომის ნიშნები – (დისფაგია, დიზართრია, დისფონია). დაავადების გაშლილ პერიოდში ავადმყოფი კარგავს დამოუკიდებლად გადაადგილების უნარს, კიდურების მძიმე დამბლის გამო. მეტყველება ხდება გაურკვეველი, ძნელდება ყლაპვა. დამახასიათებელი ნიშანია პერიფერიული და ცენტრალური დამბლის ნიშნების შერწყმა. კოორდინაციისა და მგრძნობელობის სფეროები, ასევე მენჯის ორგანოების ფუნქციები როგორც წესი, დარღვეული არ არის. დიაგნოზი დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. მკურნალობა სიმპტომატურია; პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. ავადმყოფები იღუპებიან დაავადების დაწყებიდან რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ. გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი – (ნერვ. დაავ.) ეტიოლოგია უცნობია. ვლინდება 40 – 50 წლის ასაკში. ზიანდება წინა რქები (უხშირესად კისრის ნაწილის) და ზურგის ტვინის გვერდითი სვეტები, თავის ქალის IX, X, XII წყვილი ნერვების ბირთვები. ამ ადგილებში ვითარდება გლიოზური ქსოვილის ზრდა. სიმპტომები. ზედა კიდურების დუნე დამბლები, შერწყმული მაღალ მყესოვან რეფლექსებთან, ქვედა კიდურების სპაზმური პარეზები, გაურკვეველი საუბარი (დიზართრია), ყლაპვის დარღვევა. მიმდინარეობა დუნეა, პროგრესირებადი. მკურნალობა. B1, B12, E ვიტამინების ინექცია, ატფ, პროზერინი, მასაჟი. ავადმყოფები საჭიროებენ გულდასმით მოვლას. მათი კვება დასაშვებია მცირე ულუფებით და მჯდომარე მდგომარეობაში.
კომენტარი