სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თიბისი კომპანია ანაგთან თანამშრომლობას დეველოპმენტის მიმართულებით აგრძელებს

ანაგი დეველოპმენტი“ 30 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანიაანაგისახალი მიმართულებაა. Park Home „ანაგი დეველოპმენტისპირველი საცხოვრებელი კომპლექსია ყველაზე დიდი საკუთარი 8000 კვ. სარეკრეაციო სივრცით ვაკეში. კომპლექსის ინფრასტრუქტურა მოიცავს შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს, 25 მეტრიან აუზს, ფიტნეს დარბაზს, პარკინგს და ლობის კონსიერჟის მომსახურებით.

ანაგი დეველოპმენტისპრიორიტეტი არ არის რაოდენობა და მასშტაბი. კომპანიის მიზანია თქვას ახალი სიტყვა დეველოპმენტში პროექტების ხარისხით და გამორჩეული კონცეფციით, რაც გულისხმობს საკუთარ სარეკრაციო სივრცეს, ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და უსაფრთხოების უმაღლესი სტადარტით აღჭურვილ საცხოვრებელ გარემოს.

2019 წლის ნოემბერში, თიბისის იპოთეკურ ცენტრსა დაანაგი დეველოპმენტსშორის გაფორმდა მემორანდუმი, რაც ახალ საცხოვრებელ კომპლექსში თიბისის მომხმარებლებისთვის ბინის შეძენას გამარტივებული პროცესით გულისხმობს.

კომპანიაანაგი“ 30 წლის წინ დაარსდა და სულ მალე ქვეყნის სამშენებლო სექტორის ლიდერის პოზიცია დაიკავა. დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 1500-ზე მეტი ადამიანი.„ანაგისდა თიბისის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა 11-მდე ერთობლივი პროექტი. ბანკისთვის სამშენებლო სექტორი ერთ ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. თიბისის ჯამური ინვესტიცია როგორც სამშენებლო ასევე დეველოპერულ სექტორში ბოლო ერთი წლის მანძილზე 132 მილიონ ლარს აჭარბებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100