სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯენიფერ ლოპესის მორიგი სკანდალი

ჯენიფერ ლოპესს მშვიდ ცხოვრებას არ აცლიან. მომღერლისა და მისი ყოფილი მეუღლის, ოჯანი ნოას ეროტიკული ჩანაწერი მოიპარეს. მასზე ოჯანისა და ჯენიფერის შიშველი კადრებია ასახული. როგორც ცნობილი ხდება, ამ ფაქტში მთავარი დამნაშავე ოჯანის ამჟამინდელი მეგობარი ქალი, კლაუდია ვასკესია.

თავად კლაუდია კი ამას თავის მენეჯერს, ედ მაიერს აბრალებს.

მაიარი თავის მხრივ ადასტურებს, რომ ჩანაწერი ნამდვილად მასთანაა, რადგან კლაუდიამ მიჰყიდა. ლოპესს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია მომხდართან დაკავშირებით, თუმცა პოპ ვარსკვლავისთვის, რომ მოპარული ვიდეომასალის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა არა სასიამოვნო იქნება, ეს წინასწარვეა ცნობილი.

ეს ფაქტი ლოპესისა და მისი ყოფილი ქმრის ეროტიკული ჩანაწერების გარშემო ატეხილი პირველი სკანდალი არ არის – ყოფილ მეუღლეებს შორის სასამართლო პროცესიც კი გაიმართა, რომლის დროსაც ოჯანის ჩანაწერის გამოყენება აუკრძალეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100