სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ტორტების დედოფალი“ ბელა ცოცხალი და უვნებელია

ნებისმიერ წვეულებაზე თბილისში, რომელიც დაკავშირებულია ტორტთან, ბელა რომ ახსენოთ, არავინ იკითხავს, რომელ ბელაზე საუბრობო. ეს იმიტომ, რომ იგი თბილისში ცნობილი ქალბატონია და ცნობილი თავისი საკონდიტრო ნაწარმის მეშვეობით გახდა.

ამ სტატიას ბელასა და მისი ნაწარმის რეკლამირების დანიშნულება ნამდვილად არა აქვს და მისი დაწერის საფუძველი ბოლო დროს სოციალურ ქსელებსა თუ ქუჩაში გავრცელებული ხმები გახდა იმის შესახებ, თითქოს ბელა გარდაიცვალა.

„დრონი.ჯი“–მ ამ ვერსიის გადამოწმება სცადა, მცირე კვლევა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ მსგავს ხმებს ქალბატონ ბელას, ძირითადად, კონკურენტი კონდიტერები უვრცელებენ. ქალბატონ ბელას გარდაცვალების ხმებთან ერთად, პარალელურად ვრცელდებოდა თითქოსდა მისი დაკავების ვერსიაც.

სინამდვილეში კი თბილისის „ტორტების დედოფალი“, ქალბატონი ბელა ცოცხალია, თავის საქმიანობას აგრძელებს და ცხობის მეთოდებს ხვეწავს. აღნიშნული ჭორების შესახებ სმენია, მაგრამ მათ მნიშვნელობას არ ანიჭებს: მისთვის მთავარი საქმეა.

როცა ქალბატონ ბელას მობილურზე დავუკავშირდით, მან მოუცლელობა მოიმიზეზეა: „არა, ახლა ისეთ დღეში ვარ, რომ ვერავის მივცემ ინტერვიუს“, – გვითხრა მან.

ესეც, ერთი დასტური იმისა, რომ ბელა ცოცხალია და არც დაკავებული არ არის...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100