სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარნეულში 15 წლის მოზარდი ბუნებრივი აირის ნამწვით გარდაიცვალა

მარნეულში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით 15 წლის გოგონა დაიღუპა.

ახლობლების განცხადებით, მოზარდი ოჯახის წევრებმა უგონო მდგომარეობაში, აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ იმ ოთახში იპოვეს, სადაც გამათბობელი იყო დამონტაჟებული. გოგონა კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა პაციენტი უკვე გარდაცვლილი იყო.

როგორც ადგილზე აცხადებენ, შემთხვევის მიზეზი სავარაუდოდ, არასწორად დამონტაჟებული წყლის გამათბობელი გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100