სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიუ იორკმა Facebook-ის დახმარებით კრიმინალური დაჯგუფების საქმე გახსნა

ნიუ იორკმა სოციალური ქსელების, კერძოდ Facebook-ის დახმარებით ორი, 49-წევრიანი კრიმინალური დაჯგუფების საქმე გახსნა. აღნიშნული საქმეების გახსნას ნიუ იორკის პოლიციამ სამი წელი მოანდომა.

კომპიუტერული დანაშაულების სპეციალისტის, ჯერემი ჯონსონის განცხადებით, დროთა განმავლობაში პოლიციის დეპარტამენტებში იზრდება იმ პირთა რიცხვი, რომელთაც სურთ ტრეინინგის გავლა, რათა იცოდნენ როგორ გამოიყენონ სოციალური მედია გამოძიებისთვის. პოლიციის უფროსების საერთაშორისო ასოციაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით 600 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 74% აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას დანაშაულის გამოძიების პროცესში.

ტრენინგებთან ერთად, ორგანიზაცია „National White Collar Crime Center“ სთავაზობს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებს "X1 Social Discovery"-ს. ეს არის პროგრამა, რომელიც სამართალდამცავებს საშუალებას აძლევს ერთი და იმავე პირის პროფილები სხვადასხვა სოციალურ მედიაში დააკავშირონ ერთმანეთთან და ყოველდღიური მონიტორინგი განახორციელონ ამ პირის მიერ გამოქვეყნებულ სიახლეებზე.

ინდიანას შტატის პოლიციის ლეიტანენტის, ჩაკ კოჰენის განცხადებით, კრიმინალური დაჯგუფებების წევრები ხშირად ონლაინ-ფორუმებზე საჯაროს ხდიან ისეთ ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ეხებოდეს მაგალითად ნარკოტიკებით, ადამიანებით და იარაღით ვაჭრობას, ყაჩაღობას და ა.შ. ხშირად გამოძიების დაწყებას ხელს უწყობს ამოღებული მობილური ტელეფონი, სადაც უმეტესად შენახულია Facebook-ის პროფილზე შესასვლელი მონაცემები. ამ მხრივ გამომძიებლებს ხელი მიუწვდებათ კრიმინალური დაჯგუფების წევრების საუბრებსა და ფოტოსურათებზე, რომლებიც შემდგომ შეიძლება გამოყენებული იქნას მტკიცებულებებად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100