სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მეზობელმა ჯერ გაძარცვა, შემდეგ გააუპატიურა" - ნახეთ, რას ავრცელებს ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ინტერნეტ მომხმარებელი ძალიან მძიმე სტატუსს ავრცელებს, რომელსაც დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:


"საშინლად ვარ ახლა:
შემთხვევით შევხვდი 66 წლის ქალს პარკში, დაღლილი ვარ, მშიაო... ძალიან სასიამოვნო ქალი ჩანდა, მითხრა, რომ ვერ ახერხებს საჭმლისთვის პროდუქტის ყიდვას (ფეხები დასიებული ჰქონდა), სახლში მარტო ვარ, უბედური, ნათესავებს არ ვჭირდები, პირდაპირ მეუბნებიან ჯერ ბინა გადმომიფორმე და მერე მოგივლითო...
მომიყვა თუ როგორ გაძარცვა ახალგაზრდა მეზობელმა, შემდეგ კი, ხმა რომ არ ამოეღო, გააუპატიურა!!!! ეს ხდება უკვე ორი წელია!!! გავშრი... არ ვიცოდი რა მეთქვა. ვკითხე, პოლიცია თუ გამოიძახა - კიო და წავიდნენ, არ დაუკავებიათ მოძალადეო. კოორდინატები გამოვართვი! აუცილებლად გადასამოწმებელია თუ მართლა ასეა, როგორც მომიყვა ყველა იმ პირმა უნდა აგოს პასუხი ვინც გარეულია!!!
ბოლოს მითხრა მართლა ხომ დამეხმარები ძალიან მეშინია რომ მომკლავს, სულ მემუქრებაო".


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100