სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია აგრეთვე ოპოზიცია და ენმ-ს დღევანდელი თავმჯდომარე ნიკა მელია - გიორგი კაპანაძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი კაპანაძე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციასაც აკისრებს და ამბობს, რომ ნიკა მელიამ ამ საკითხთან დაკავშირებით მძიმე შეცდომები დაუშვა.
“იმ მდგომარეობაზე, რომელიც მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით არის, პასუხისმგებელია აგრეთვე ოპოზიცია და ენმ-ს დღევანდელი თავმჯდომარე, რომელმაც მძიმე შეცდომები დაუშვა.
დღევანდელი თავმჯდომარის რიტორიკა იყო მცდარი, როდესაც ამბობდა, რომ ჯერ საპარლამენტო არჩევნები უნდა მოვიგოთ და შემდეგ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილიო.
მიშას ამის დრო აღარ აქვს, რადგან უმძიმეს მდგომარეობაშია. ამიტომ, საჭიროა მოქმედება დღეს და ახლა.
ზოგადად კი, ის, ვისაც ეთაკილება მესამე პრეზიდენტთან მეგობრობა და მეგობრობს ანტიმიშა პირებთან, მესამე პრეზიდენტს ვერ გადაარჩენს.
ოლიგარქიულმა რეჟიმმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ჩვენ რას ველოდებით?” - განაცხადა გიორგი კაპანაძემ "ფორმულას" ეთერში.
კომენტარი