პოეტი და პერფორმერი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა
პოეტი და პერფორმერი, დადა-მეფე ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პენცენტრი ავრცელებს.
27 მარტს, პოეტი “ავერსის” კლინიკაში თრომბის დიაგნოზით მოათავსეს, თუმცა მოგვიანებით მას ღვიძლის სიმსივნის დიაგონოზი დაესვა.
ზურაბ რთველიაშვილი დაიბადა 1967 წელს, ქალაქ ყარაგანდაში, ყაზახეთში. 1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილთან და სხვებთან ერთად.
კომენტარი