სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

EMEA Finance-მა თიბისი საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად აღიარა

თიბისიმ საერთაშორისო ფინანსური ჟურნალისგან, EMEA Finance სამი ჯილდო მიიღო.

გამოცემამ თიბისი ზედიზედ უკვე მეცხრედ დაასახელა საუკეთესო ბანკად საქართველოში. გარდა ამისა, EMEA Finance-სგან თიბისიმ კიდევ 2 კატეგორიაში მოიპოვა აღიარება და საქართველოში 2019 წლის საუკეთესო ბანკად დასახელდა როგორც საინვესტიციო, ისე პერსონალური საბანკო მომსახურების მიმართულებით. თიბისის შვილობილი კომპანია, თიბისი კაპიტალი კი, ფინანსურმა გამოცემამ 2019 წლის საუკეთესო საბროკერო კომპანიად აღიარა ქვეყანაში.

„ჩვენთვის დიდი პატივია EMEA Finance -ისგან რამდენიმე ჯილდოს მიღება. ეს აღიარება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, როგორც თიბისის წამყვან პოზიციას საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, ისე ჩვენი გუნდის განსაკუთრებულ მიღწევებს პერსონალური, საინვესტიციო და საბროკერო საქმიანობის მიმართულებით“, - განაცხადა თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

„ვულოცავთ თიბისის ამ აღიარებას. კომპანია აგრძელებს მუდმივ განვითარებას და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზებას“, - განაცხადა EMEA Finance -ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ქრისტოფერ მურმა.

EMEA Finance წამყვანი ფინანსურ გამოცემაა ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში. ჟურნალი 2008 წლიდან გამოდის და ის ინფორმაციის სანდრო წყაროს წარმოადგენს ფინანსურ და კორპორატიულ სექტორში დასაქმებული აღმასრულებელი რგოლის მენეჯერებისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100