სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“ წონასწორობა დავკარგე და შევცდი. მრცხვენია ჩემი საქციელის" - უილ სმიტის "აფეთქება" "ოსკრით" დაჯილდოების ცერემონიაზე: რას აცხადებს მსახიობი დღეს?

ოს­კა­რის 94-ე ცე­რე­მო­ნის გმი­რიც და ან­ტიგ­მი­რიც მსა­ხი­ო­ბი უილ სმი­ტი გახ­და. ის ჯერ სცე­ნა­ზე აიჭ­რა დაკ­რის როკს სილა გა­აწ­ნა, ხოლო ამ სკან­და­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში კი კა­რი­ე­რა­ში პირ­ვე­ლი ოს­კა­რი მი­ი­ღო. ამ­ჯე­რად უილ სმი­ტი ძა­ლა­დო­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თვის სა­ჯა­როდ იხ­დის ბო­დიშს და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს. "ძა­ლა­დო­ბა, რო­გო­რი ფორ­მი­საც უნდა იყოს ის, დამ­ღუპ­ვე­ლია. ოს­კა­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ჩემი საქ­ცი­ე­ლი მი­უ­ღე­ბე­ლი და უპა­ტი­ე­ბე­ლი იყო. ხუმ­რო­ბა ჩემი საქ­მის ნა­წი­ლია, მაგ­რამ ჯე­ი­დას ჯან­მრTელო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ხუმ­რო­ბა ჩემ­თვის ზედ­მე­ტი იყო და ამი­ტო­მაც მქონ­და ასე­თი ემო­ცი­უ­რი რე­ა­გი­რე­ბა. კრის, მინ­და, სა­ჯა­როდ მო­გი­ხა­დო ბო­დი­ში. წო­ნას­წო­რო­ბა დავ­კარ­გე და შევ­ცდი. მე მრცხვე­ნია ჩემი საქ­ცი­ე­ლის. ეს საქ­ცი­ე­ლი არ მე­ტყვე­ლებს იმა­ზე თუ რო­გო­რი კაცი მინ­და ვიყო. სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­კე­თის სამ­ყა­რო­ში ძა­ლა­დო­ბის ად­გი­ლი არ არის. ასე­ვე, მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო აკა­დე­მი­ას, შოუს პრო­დი­უ­სე­რებს, დამ­სწრე სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ყვე­ლას მსოფ­ლი­ო­ში, ვინც უყუ­რა ცე­რე­მო­ნი­ას. პა­ტი­ვის­ცე­მით უილი“- წერს მსა­ხი­ო­ბი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100