სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"უზურპატორი ხარ ივანიშვილო, წახვალ! და თუ არ წახვალ, გაგიშვებთ!" - ნიკა მელია

ოპოზიციური გაერთიანების ლიდერმა, ნიკა მელიამ, ბიძინა ივანიშილს მიმართა.

"არ გამოვა, ასე, ივანიშვილო! ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ დაგედგომებოდეს. მომავალს გვპარავ? გვპარავ! ჩვენს ხმას გვპარავ და ურნაში აგდებ და მერე რობოკოპები გამოგყავს. გვაფრთხილებენ კიდევ გამოვიყენებთ წყლის ჭავლსო, დაგვასველებენ, ფიზიკურად გაგვისწორდებიან და სახლში წავალთ და აღარ შევიკრიბებით და კობახიძეს და ივანიშვილს უჩა მამაცაშვილითურთ ვაბოგინებთ? ეს არ იქნება ჩვენი შვილების საქართველო. ყველაფერს აკეთებ ივანიშვილო იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარ დაგედგომებოდეს. მომავალს გვპარავ. თავისუფლებას გვინადგურებ. ცუდად იცნობ ერს. უზურპატორი ხარ, ივანიშვილო, წახვალ! და თუ არ წახვალ, გაგიშვებთ," - მიმართა ნიკა მელიამ აქციიდან ბიძინა ივანიშვილს.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100