სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჩემს ბრაზილიელ მეგობარს ვუხსნიდი, რომ არაფრით ჩამოუვარდებოდით ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელებს" - ნახეთ, რაში გადაიზარდა პოლიტიკური კამათი

ექსპერტ გია ხუხაშვილის პოლიტიკურ სტატუსს სოციალურ ქსელში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა და როგორც ხდება ხოლმე, ორად გაიყო საზოგადოება - ოპოზიციისა და ოცნების მხარდამჭერებმა სხვადასხვა აზრი დააფიქსირეს.

"როგორც ჩანს, ჩვენ, პრეზიდენტს კი არა, საუკეთესო რუსეთის აგენტს ვირჩევთ. პირდაპირ რომ გვეკითხა ფსბ-სთვის - რომელი უკეთესად მუშაობს?", - დაწერა გია ხუხაშვილმა.

"კარგით ახლა ბატონო გია, აგენტობაც და კავშირიც ქმედებებით იკითხება პირველ რიგში და არა პასპორტით და მოქალაქეობით... სად წაიკითხეთ გრიგოლ ვაშაძის "აგენტობა", - ასე უპასუხა ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელმა, გიორგი კაპანაძემ გია ხუხაშვილს.

გიორგი კაპანაძის ამ კომენტარს, ყოფილმა ფეხბურთელი, გიორგი ქინქლაძე გამოეხმაურა.

"ვაშაძეზეც წერს ნაცხუხულებო... ტიპი საკუთარი საბჭოთა წარსულით ამაყობს და ორგანულადაა გადაჯაჭვული რუსეთთან და სალომეს აბრალებს რუსეთუმეობას, ისევე როგორც მკველელები აბრალებენ დღევანდელ ხელისუფლებას მკველელობებს", - ასეთი იყო ქინქლაძის პოზიცია.

"თქვენ თუ ის გიორგი ქინქლაძე ხართ, ვისი ფეხბურთით და ფინტებითაც ვტკბებოდით, გთხოვთ რომ ასეთი ტერმინები არ გამოიყენოთ, რადგან ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი იყავით - "ნაცხუხულებისთვისაც" და "ქოცხუხულებისთვისაც".

მახსოვს, ადრე, მანჩესტერში ქუჩაში დაგინახეთ და მერე ჩემს თანმხლებ ბრაზილიელ მეგობარს მთელი საათი ვუხსნიდი რომ არაფრით ჩამოუვარდებოდით ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელებს", - დაწერა კაპანაძემ ყოფილი ფეხბურთელის მისამართით.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა ადამიანებს ხშირად ერთმანეთისგან ჰყოფს, არსებობს ისეთი გარემოებები, რა დროსაც რთულია, პოლიტიკური პოზიციის გამო ფავორიტი სპორტსმენის მიმართ პატივისცემა დაკარგო, რაც ამ პოლემიკამაც დაადასტურა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100