სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ASB სასწარვლო კურსის „კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“შესახებ თელავში სამუშაო შეხვედრას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში (მის: ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩაN1), კამპანიის „ჩვენ მზად ვართ“ ფარგლებში, არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB საქართველო), 6 სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სახელმწოფი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების 1 დღიან სამუშაო შეხვედრას ჩაატარებს.

აღნიშნულ შეხვედრაში უნივერსიტეტებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები. შეხვედრაზე განიხილება 6 სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსის ,,კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ დანერგვის დროს წარმოქმნილი პრობლემები, საუკეთესო პრაქტიკა და მიღებული გაკვეთილები, ასევე შემუშავდება რეკომენდაციები.

აღნიშნული შეხვედრა ჩატარდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) მიერ, ევროპის სამოქალაქო დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების ოპერაციების გენერალური დირექტორატის ფინანსური მხარდაჭერით, DIPECHO IV ფაზის მიმდინარე პროექტის „ჩვენ მზად ვართ! განათლება უსაფრთხოებისთვის, კატასტროფის რისკის შემცირება ინკლუზიური მიდგომით“ ფარგლებში.

პროგრამის მთავარი მიზანია: კატასტროფის რისკის შემცირების თემატიკის აქტუალიზაცია და ინსტიტუციონალიზაცია საგანმანათლებლო სექტორში, სასწავლო კურსის დანერგვა სამიზნე უნივერსიტეტებში ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების ამაღლება და მათი აქტიური მონაწილების უზრუნველყოფა კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებში.

1996 წელს დაწყებული კატასტროფის რისკისადმი მზაობის ECHO–ს პროგრამა (DIPECHO) წარმოადგენს ECHO–ს კატასტროფის რისკის შემცირების გლობალური მცდელობის მთავარ კომპონენტს, რომელზეც 325 მილიონი ევროა გამოყოფილი. პროგრამის მთავარი მიზანია საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება და მოწყვლადობის შემცირება. DIPECHO არის ადამიანებზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც ეხმარება კატასტროფის რისკის ქვეშ მცხოვრებ მოსახლეობას ტრენინგის საშუალებით კატასტროფისადმი მზაობის გაძლიერებაში, ასევე ადრინდელი შეტყობინების სისტემების დანერგვაში და გაუთვალისწინებელი შედეგების მიმართ რეაგირების დაგეგმვაში. იგი აგრეთვე ხელს უწყობს მოქალაქეების, სამოქალაქო ჯგუფების, ადგილობრივი, რეგიონალური და სახელმწიფო ორგანიზაციების ეფექტურ თანამშრომლობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100