სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში მამაკაცი დაჭრეს

გუშინ გვიან ღამით, ვაშლიჯვარში 30 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტში, სავარაუდოდ, რამდენიმე პირი მონაწილეობდა, ერთ-ერთი მიზეზი კი ურთიერთშელაპარაკება იყო.

დაშავებული ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. დაზარალებულს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდა, რადგან შემავალი ჭრილობა არ აღმოაჩნდა.

საქმე სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლითაა აღძრული. უკვე დადგენილია იმ პიროვნების ვინაობა ვინც მამაკაცი დაჭრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100