ხმაური კახათის #95 უბანზე - მანქანებიდან ღიად ხდება ადამიანებისთვის ფულის გადაცემა
ხმაური და დაძაბული ვითარებაა ამ წუთებში ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათის #95 საარჩევნო უბანზე.
ეს არის ის სოფელი, სადაც მმართველი გუნდის კოორდინატორმა, ადგილობრივებს პირადობის მოწმობების ჩამოართვა, იმ მოტივით, რომ სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს, რომელიც მძიმე ონკოლოგიური ავადმყოფია, ძვირადღირებულ წამალს შეუძენდნენ. დღეს დილიდან კი საარჩევნო უბანთან დგანან კოორდინატორები და იქ მისულ ამომრჩეველს სუს-ის თანამშრომლებთან ერთად აკონტროლებენ.
ოპოზიცია ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს და ამბობს, რომ მოქალაქეებისთვის ფულის გადაცემა პირდაპირ მანქანებიდან ხდება.
„ეს არის #95 უბანი. უბანი, რომელზეც გუშინდელი დღის განმავლობაში დაახლოებით 100-მდ ადამიანს ჩამოართვეს პასპორტი იმიტომ რომ "ქართული ოცნების" კოორდინატორმა დააფინანსა ონკოლოგიური პაციენტი იმიტომ რომ "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებისთვის ჩამოერთმია პასპორტი და იმ ადამიანს ონკოლოგიური დაავადება დიდი ხანია ჰქონდა მაგრამ მანამდე "ქართულ ოცნებას" არ ჰქონია სურვილი, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინა. დღეს მოვედით უბანზე. მთელი სუს-ის, ოცნების კოორდინატორები მობილიზებული არიან. სუს-ის კამერებით დასპონსორებული ადამიანები იღებენ ამას. აი ბატონ რომელიც ახლა იცინის და რომელმაც თქვა სიგარეტის ფული მივეციო როდესაც ჩვენ ფულის გადაცემის ფაქტი დავაფიქსირეთ. მანქანებიდან ღიად ხდება ადამიანებისთვის ფულის გადაცემა ხმის სანაცვლოდ“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილემ მარიკა დათუკაშვილმა.
კომენტარი