სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალაქ მაკაროვში რუსმა ოკუპანტმა თავისივე პოლკოვნიკს ტანკით გადაუარა

კიევის ოლქში, ქალაქ მაკაროვში რუსმა ოკუპანტმა თავისივე მეთაურს ტანკით გადაუარა. ჟურნალისტის, რომან ციმბალიუკის ინფორმაციით, სატანკო ბატალიონის 37-ე ბრიგადის ჯარისკაცი პოლკოვნიკ იური მედვედევს კოლეგების მკვლელობაში ადანაშაულებდა, რის გამოც ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. სწორედ ამის შემდეგ გადაუარა ჯარისკაცმა მედვედევს ტანკით.

პოლკოვნიკი გადარჩა, თუმცა ორივე ფეხი დაზიანებული აქვს. ის ამ დროისთვის ბელარუსის ტერიტორიაზე, საავადმყოფოში იმყოფება.

საომარი მოქმედებების დროს ქალაქ მაკაროვში დისლოცირებულმა 37-ე სატანკო ბრიგადამ სამხედროების ნახევარი დაკარგა. ჟურნალისტების ცნობით, მეთაურთან ჯარისკაცების დაპირისპირების მიზეზი სწორედ ეს სამხედრო დანაკარგები გახდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100