სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ბავშვმაც კი არ იცის, ახლა გზაში ვართ. პირველი რასაც გავაკეთებთ, მასთან მივალთ“ - მერაბ კობიაშვილის მეუღლის პირველი კომენტარი

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მერაბ კობიაშვილის მეუღლე, ნატა ქიტესაშვილი მეუღლის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ „პრაიმტაიმნიუსთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.
„ჯერ საბოლოო თავისუფლება არ არის, მხოლოდ აღკვეთი შეეცვალა. თუმცა, ბრძოლას ვაგრძელებთ, სიმართლისთვის ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს. საპროცესოს არ დავთანხმდით, იმის აღიარება და ხელის მოწერა რაც იყო, ძალიან რთული იქნებოდა. მერაბი ემოციებშია. ბავშვმაც კი არ იცის, ახლა გზაში ვართ. პირველი რასაც გავაკეთებთ, მასთან მივალთ“, – ამბობს ნატა ქიტესაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.

კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100