თვითდასაქმებულების დიდ ნაწილს დღემდე არ მიუღია დაპირებული დახმარება - გიგლა მიქაუტაძე
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით მთავრობის დაპირების მიუხედავად, თვითდასაქმებულების უმრავლესობას დღემდე არ მიუღია ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება და მათ არც ის იციან, მიიღებენ თუ არა საერთოდ.
გიგლა მიქაუტაძე მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს
სასწრაფოდ გააკეთოს შესაბამისი განმარტებები და დროულად ჩაურიცხოს ამ ადამიანებს კონკრეტული
მიზერული თანხა მაინც.
„თითქმის ყოველდღე გვიკავშირდებიან ძიძები,
დამლაგებლები და სხვა პროფესიის უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებმაც
ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი წარუდგინეს ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა პასუხს მათ არავინ
სცემს.
კორონა-კრიზისის ფარგლებში, პარტიამ „ლელო
საქართველოსთვის“ შეიმუშავა „ლელოს ანტიკრიზისული მოდელი 3.2.1“ და მთავრობას 1 მილიარდიანი
ანტიკრიზისული პაკეტის განხორციელება შესთავაზა, რომელიც არცერთ უმუშევრად დარჩენილს
არ დატოვებდა სოციალური დახმარების გარეშე. სამწუხაროდ, მთავრობამ მხოლოდ მიზერული
კომპენსაცია შესთავაზა ამ ადამიანებს, ხოლო თვითდასაქმებულების 90% საერთოდ დახმარების
გარეშე დატოვა.“ - გიგლა მიქაუტაძე.
კომენტარი