სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოზარდმა 10 ათასი ვოლტის დარტყმა მიიღო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა

შემთხვევა რუსეთში მოხდა - 14 წლის ბიჭმა 10 ათასი ვოლტის დარტყმა მიიღო და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა სხეულის დიდი ნაწილი დამწვარი აქვს.

ექიმებმა კი მისი მდგომარეობა შეაფასეს, როგორც საშუალო სიმძიმის დამწვრობა.
როგორც თავად ბიჭუნამ ექიმებსა და პოლიციას უთხრა, მას აინტერესებდა, თუ რა ხდებოდა სატრანსფორმატორო ჯიხურში და გადაწყვიტა შიგნით შეეხედა. როცა გამანაწილებელს ხელით შეეხო, დენმა სწორედ მაშინ დაარტყა.

მედიკოსების თქმით, ასეთი სიმძლავრის ელექტროშოკი ცოცხალს არავის ტოვებს და ბიჭუნას ძალიან გაუმართლა, რომ ცოცხალი გადარჩა, თანაც ისე, რომ შინაგანი ორგანოების დაზიანება არ მიუღია. მოზარდს საშუალო სიმძიმის დამწვრობა აქვს მიღებული, მართალია სხეულის დიდ ნაწილზე, თუმცა მისი მკურნალობა პრობლემას არ წარმოადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100