სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სან–პაულუს მერმა ჰეტეროსექსუალთა აღლუმის ჩატარება აკრძალა

სან–პაულუს მერმა ვეტო დაადო დეკემბერში დაგეგმილი ჰეტეროსექსუალების აღლუმის ჩატარების იდეას, რადგან ჩათვალა, რომ ჰეტეროსექსუალები დისკრიმინირებულ უმცირესობას არ წარმოადგენენ და ეს აღლუმი ჰომოფობიის პროვოცირებას გამოიწვევდა. ჰეტეროსექსუალების აღლუმის ჩატარების ინიციატივა ადგილობრივ კონსერვატორ პოლიტიკოსს კარლოს აპოლინარიოს ეკუთვნოდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ სან–პაულუს ტრადიციულ, ბრაზილიასა და მთელს მსოფლიოში უმსხვილეს გეი–აღლუმებს ჰეტეროსექსუალების აღლუმი დაუპირისპიროს.

ქალაქის საბჭომ ჰეტეროსექსუალების აღლუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა, მაგრამ მერმა ჟილბერუტ კასაბმა გადაწყვეტილებას ვეტო დაადო.

ამ გადაწყვეტილებას მერმა „უგუნური“ უწოდა და განაცხადა: „ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჰეტეროსექსუალია. ჰეტეროფობური ძალადობის არანაირი მსხვერპლი არ არსებობს. ჰეტეროსექსუალები არ განიცდიან დისკრიმინაციას და მათ არავინ ემუქრება ორიენტაციის გამო. ამიტომ გეი–აღლუმისთვის ამისი დაპირისპირება მიუღებელია“.

კარლოს აპოლინარიო კი აცხადებს, რომ ჰეტერო–აღლუმი ჰომოსექსუალების წინააღმდეგ კი არ უნდა ყოფილიყო მიმართული, არამედ მათი „პრივილეგიების“ წინააღმდეგ. ბრაზილიელი კონსერვატორები ორი თვის წინ მიღებულმა კანონმა აღაშფოთა, რომელმაც ერთსქესიანი პარტნიორობის ლეგალიზაცია მოახდინა.

ბრაზილიის ლგბტ ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ბოლო ათწლეულების მანძილზე ათასობით გეი, ლესბოსელი და ტრანსგენდერი მოკლეს მათი სექსუალური ორიენტაციის გამო. სან–პაულუში ყოველ წელს მსოფლიოში უმსხვილესი გეი–აღლუმები ტარდება. ბოლო წლების განმავლობაში ამ აღლუმებში სამიდან ოთხ მილიონამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100