თუ ხარ ნამდვილი ქართველი, ოსტატს მოსჭერი მარჯვენა!
ჩვენ ვართ ყოველთვის მართლები,
როგორც ცხოვრებამ გვაჩვენა...
თუ ხარ ნამდვილი ქართველი,
ოსტატს მოსჭერი მარჯვენა!
გვაქვს ჭეშმარიტი წადილი,
ერს სამუდამო ხსნილი აქვს...
თუ ხარ ქართველი ნამდვილი,
მიდი,ესროლე ილიას!
ყველაზე მწვანე-მდელოა!
ყველაზე ბრძენი-ნახირი!
თუ ნაღდი საქართველოა,
ძმისთვის ალესე მახვილი!
ერი,რა გადაღლილია
-ნაცარში ქექვას განაგებს...
ვინც საქართველოს შვილია,
ის მახათს არ დააბლაგვებს!!!
კომენტარი