ლეიბორისტები მერაბიშვილის დაკავებას აფასებენ
"ლეიბორისტული პარტიის" მდივანმა გიორგი გუგავამ ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილს ბრალი არაერთ საქმეში მიუძღვის, მისი დაკავება წინასაარჩევნოდ მძიმე სოციალური მდგომარეობიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანას ემსახურება.
როგორც გუგავა აცხადებს, საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებულ ოპოზიციას "ქართული ოცნების" კანდიდატის დამარცხება შეუძლია.
კომენტარი