სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: „მალე ჭურვების წარმოებასაც დავიწყებთ“ (ვიდეო)

"2008 წლის შემდეგ, როცა თუნდაც ცოტა ხნით პრობლემური გახდა იარაღის შეძენა, მივხდით, რომ არავის იმედი არ უნდა გვქონდეს საკუთარი თავის გარდა. ჩვენ გვქონდა სამხედრო მაგალითები პატარა ქვეყნების, კერძოდ სინგაპურისა და ისრაელის, რომლებმაც საკუთარი სამხედრო წარმოება ააწყვეს პრქტიკულად ნულიდან და მაშინ მოვიყვანეთ სამხედრო ინჟინრები, გამოვიყენეთ არსებული ინდუსტრიული ბაზა, ინტელექტუალური რესურსები და აღმოჩნდა, რომ შეგვძლებია სამხედრო ტექნიკის შექმნა.

ეს არის მაღალტექნოლოგიური ქართული წარმოება, რაც სულ უფრო გაუმჯობესდება და განვითარდება. ახლა შევქმენით საარტილერიო დანადგარი და უახლოეს პერიოდში ჭურვების, რაკეტების გამოშვებას დავიწყებთ",-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, პირველი ქართული რეაქტიული საარტიკლერიო დანადგარის გამოცდის დროს.

"ვის წარმოედგინა, რომ საქართველოს შეუძლია საბრძოლო, მუხლუხოიანი მანქანის შექმნა ქართული სქემებით, ქართველი ინჟინრებით. ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო თვითონ ააწყობდა არტილერიას. ვეხვეწებოდით ვიღაცეებს, რომ მოეცათ არტილერია, ხან დაგვადებდნენ ემბარგოს, ხან არა. უკეთესის კეთება დავიწყეთ, ვიდრე ისრაელს აქვს. ახლა გაიგებენ ისინი და დაინტერესდებიან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ კიდევ გუშინ, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სტუდენტებს შეხვდა.

„ჯერ ერთი, ასე წარმოება ოთხჯერ უფრო იაფი გვიჯდება, ვიდრე ანალოგიურის ყიდვა, თანაც, მოგეხსენებათ, არც სამხედრო დანადგარების ყიდვაა ადვილი ბაზარზე“, - თქვა დღეს პრეზიდენტმა ვაზიანში, - „ცოტა ხნის შემდეგ, როცა ჩვენი არმიისთვის ეს ყველაფერი უკვე საკმარისი გვექნება, შევძლებთ მის გაყიდვასაც საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენი წარმოებული მანქანები და დანადგარები უცხოურ ანალოგებს არაფრით ჩამოუვარდება“.

ვიდეო: ქართული საარტილერიო დანადგარის გამოცდა (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდი)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100