სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ორივე ქვეყნის მოქალაქეობა შევინარჩუნო - ილია თოფურია

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეობა შევინარჩუნო - ამის შესახებ UFC-ის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეობა შევინარჩუნო. უდიდესი მადლობა ყურადღებისთვის ყოველთვის. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ პრემიერს. ასევე, მთლიან საქართველოს გუშინდელი დახვედრისთვის, რამაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბ“, - აღნიშნა თოფურიამ.

UFC-ის ჩემპიონი, რომელიც საქართველოში პრემიერ-მინისტრის მოწვევით ჩამოვიდა, 21 მარტს საქართველო-ლუქსემბურგის საფეხბურთო მატჩზე, საჩემპიონო ქამარს წარადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100