ზურაბიშვილს სტრასბურგში გვარამიას შეწყალება სთხოვეს - მოპოვებულია ვიდეოჩანაწერი
სალომე ზურაბიშვილს სტრასბურგში ნიკა გვარამიას შეწყალება სთოხვეს.
„პირველებმა“ მოიპოვა ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ევროსაბჭოში მსოფლიო დემოკრატიის ფორმის შემდეგ მიღებაზეა გადაღებული.
ამ ჩანაწერში ფორმის მონაწილეები ჩანან, სალომე ზურაბიშვილს კი გვარამიას ციხიდან გათავისუფლებაზე და პოლიტიკურ პატიმრობაზე არმაზ ახვლედიანი ესაუბრება.
ახვლედინმა ცოტახნის წინ "პირველებს პირველი ინტერვიუ მისცა და დაგვიდასტურა, რომ გვარამიას თემაზე პრეზიდენტთნ პირადპირი კომუნიკაცია ჰქონდა.
ოპოზიციონერმა დეპუტატმა თქვა, რომ სტრასბურგში მან სალომე ზურაბიშვილს თავისი სატქმელი უთხრა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ თავად პრეზიდენტისგან არაფერი მუსმენია.
არ გავუშვებდი ამ შესაძლებლობას ხელიდან. არ მქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი საჯარო სივრცეში გამცემდა პასუხს, მაგრამ მე ჩემი სათქნელი ვუთხარი. რა თქმა უნდა, ყურადღებით მო9მისმინა მეც, სხვებსაც, ძალიან კარგი შეხვედრა იყო. სტრასბურგშ ტარდება დიპლომატიის ფორუმი და ყველა პოლიტიკოსმა, დიპლომატმა თუ აქტივისტმა, ვინც კი საქართველოს იცნობს, იცის ნიკა გვარამიას შესახებ და ისიც იცის, რომ გვარამია პოლიტიკური მართლმსაჯულების მსხვერპლია". - თქვა ახვლედიანმა.
კომენტარი